ქართული იარაღის კონტაქტური მუზეუმი დაარსდა 2019 წლის მიწურულში. მისი მიზანია სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, კურსანტებს, ტურისტებს გააცნოს ქართული საბრძოლო ხელოვნება, იარაღი და აბჯარი კონტაქტურად. ასევე შესაძლებელია ჩაიცვან აბჯრები და ჩოხები. მუზეუმში წარმოდგენილია რამოდენიმე ექსპოზიცია: ეთნოგრაფიული კუთხე, სამჭედლო, პლასტმასის ჯარისკაცუნების კოლექცია, იარაღის სტენდები. ვმონაწილეობთ საგანმალათლებლო პროექტებში, სამხედრო რეკონსტრუქციებში(ბრძოლის დადგმა), ისტორიული ბრძოლის თარიღებთან დაკავშირებით ვიღებთ მონაწილეობას გამოფენებში.